სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ჩვენი სკოლა PASCH-ის ვებ-გვერდზეა!
13.03.2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა!

შეგახსენებთ, რომ  გასულ წელს მეექვსე საავტორო სკოლა PASCH-ის სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა. „PASCH– Schulen Partner der Zukunft“  - მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე სკოლას აერთიანებს, ხოლო გოეთეს ინსტიტუტი ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედ 600 PASCH-სკოლას კურირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები ჩაერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით, სპორტულ და სახალისო აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკებში და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გერმანული ენის გამოცდებში. 



უკან