მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში: VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნისა და ინტუიციის დახმარებით, დროის მოკლე მონაკვეთში გასცეს პასუხი ლოგიკურ კითხვებს.
შეჯიბრი საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
მოსწავლეებმა შეკითხვების უმრავლესობას სწორად უპასუხეს და გამარჯვებულმა გუნდებმა მხოლოდ მცირე სხვაობით მოახერხეს პირველ სამეულში მოხვედრა.
ღონისძიების ორგანიზატორები - ისტორიისა, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები: ნიკა აგლაძე, შალვა ჯავახია, სანდო სამადაშვილი