სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
პაკოს ფონდი
2019 წელს შეიქმნა მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოეტის, მთარგმნელის, გერმანისტის, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მიკროსტუდიის ჯგუფის“ დამაარსებლის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის ფონდი - პაკოს ფონდი.

ფონდის მიზანია:

 საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა
 ხელოვნებისა და კულტურის განვითარების მხარდაჭერა
 შემოქმედებითი და მთარგმნელობითი საქმიანობის მხარდაჭერა
 უცხოეთში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერა
 საგამომცემლო საქმიანობის მხარდაჭერა
 ქართული ლიტერატურის ძეგლების უცხო ენაზე თარგმნა, გამოცემა და მისი, როგორც უწყვეტი და მდიდარი მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია უცხოეთის კულტურის ცენტრებში. 
 დოკუმენტური და მხატვრული ფილმების გადაღება, საინფორმაციო ან/და შემეცნებითი ხასიათის აუდიო და ვიდეო მასალის მომზადება. 
 მთარგმნელებისა და მეცნიერებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდაჭერა
 მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ტრეინინგების, გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა.
 ხელოვნებისა და კულტურის დარგში ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების ორგანიზება და მხარდაჭერა. 
 უცხოელ ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 
 ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერა

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლადო ასათიანის ქ. N28. თბილისი 0105.
Tel: (995) 598 434 000 
Mail: pakofoundation@yahoo.com