ისტორიული ღირებულება
სკოლის შენობა კულტურის
მემკვიდრეობის ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში - სოლოლაკში,
ასათიანის და დადიანის ქუჩების კვეთაზე. არქიტექტურულად უმდიდრეს ამ უბანში, სკოლის შენობა ერთ-ერთი
გამორჩეულია. შენობის არქიტექტურა თბილისში ახალი გოთიკური სტილის თვალსაჩინო
ნიმუშია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და თავიდანვე განსაზღვრული იყო
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. თავდაპირველად შენობაში მდებარეობდა ქალთა
მე-3 გიმნაზია. 100-ზე მეტი წლის მანძილზე შენობის დანიშნულება არ შეცვლილა და ის
დღესაც ემსახურება განათლებას.
1905 წელს აგებულ შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, მოხდა ინტერიერის რესტავრაცია. სკოლა გარემონტებულია ეკო-ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. ფუნქციონირებს ეკო-არქიტეტორების მიერ დაპროექტებული გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სკოლა აღჭურვილია ეკოსტანდარტების და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გარემონტებული დიდი, ნათელი აუდიტორიებით, რაც ხელს უწყობს მოსწავლის დადებითი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და განწყობის ჩამოყალიბებას.
ღონისძიებათა დარბაზი
უნიკალური აქრიტექტურის, 180მ2 ფართობის ღონისძიებათა დარბაზი,
აღდგენილია პირვანდელი სახით. დარბაზი იტევს 200 ადამიანს და მასპინძლობს
სხვადასხვა ღონისძიებებს - კონცერტებს, კონფერენციებს, გამოფენებს, ფილმების
ჩვენებას. პოეტების, ავტორების შემოქმედებით საღმოებს.
სასწავლო ინფრასტრუქტურა
სკოლაში ფუნქციონირებს:
სპორტული ინფრასტრუქტურა
სკოლაში ფუნქციონირებს
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა გაერთიანებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში Open Biblio (ღია ბიბლიოთეკა), რაც აადვილებს მკითხველისთვის საჭირო წიგნის ძიებას ელექტრონული კატალოგის მეშვეობით. ბიბლიოთეკაში ამჟამად არის 2600 წიგნი, მათ შორის, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ენციკლოპედიური ცნობარები, მხატვრული ლიტერატურა.
ბიბლიოთეკაში შექმნილია მყუდრო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ წაიკითხონ მათთვის საინეტერესო წიგნი, მოამზადონ პრეზენტაცია, ესაუბრონ თანატოლებსა და პედაგოგებს.
ბიბლიოთეკაში არის Wi-Fi.
სამედიცინო მომსახურება
კაბინეტში 09.00 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს სერტიფიცირებული ექიმი: ბადრი ჯინჭარაძე. მათი ძირითადი ფუნქციაა ბავშვებსა და მოზარდებში იმ სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. წარმოებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა.
სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციას. კაბინეტი უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით.
სამზარეულო
სკოლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამზარეულო
მოსწავლეებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან
დამზადებულ კერძებსა და ტკბილეულს.